01/09/2026
ავსტრიის ქართულ ცენტრთან არსებული საკვირაო სკოლა იწყებს განაცხადების მიღებას 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
თუ გყავთ 4-დან 12 წლამდე ბავშვები, რომლებიც ქალაქ ვენაში ცხოვრობენ და გსურთ, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, არ დაკარგონ საქართველოსთან და ქართულ ენასთან კავშირი, გელით ჩვენს ქართულ საკვირაო სკოლაში.
სასკოლო ჯგუფების გარდა, ჩვენი კარი ღიაა 4-6 წლის პატარებისთვისაც, რომლებიც წინასასკოლო მასალით, მხიარულად, თამაშით ისწავლიან ქართულ ენას.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ 20 სექტემბრამდე შეავსოთ ფორმულარი:
https://forms.gle/bEQsoQA4rD6PhpHj8
სასწავლო სემესტრს დავიწყებთ 4 ოქტომბერს. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება ყოველ კვირას, 12:00-14:00 საათებში, მისამართზე Türkenstrasse 3.
გელით მთელი გულით! ♥️