Oxford School • Georgia

Oxford School • Georgia Founded by Oxford graduates and academics. Delivering international programmes in Leadership, Artificial Intelligence & Diplomacy.

🚀Oxford School Georgia აცხადებს მიღებას მარკეტინგისა და ციფრული მარკეტინგის სტაჟირების პროგრამაზე.👥თუ შენი მიზანია მიიღო...
18/08/2026

🚀Oxford School Georgia აცხადებს მიღებას მარკეტინგისა და ციფრული მარკეტინგის სტაჟირების პროგრამაზე.

👥თუ შენი მიზანია მიიღო საერთაშორისო გამოცდილება, იმუშაო ქართველ და ბრიტანელ პროფესიონალებთან, ჩაერთო რეალურ პროექტებში და განვითარდე თანამედროვე მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

💼ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდების იდეებსა და შრომას რეალური ღირებულება აქვს. სწორედ ამიტომ, საუკეთესო შედეგის მქონე სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება, გახდეს Oxford School Georgia-ის გუნდის სრულფასოვანი წევრი.

👉 ვაკანსიის სრულად სანახავად და განაცხადის გასაგზავნად ეწვიე ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=745715

📣 Oxford School Georgia ახალ აკადემიურ პროგრამებს იწყებს! ჩვენი მიზანია, მომავალ პროგრამებს თავად ახალგაზრდების ინტერესე...
07/08/2026

📣 Oxford School Georgia ახალ აკადემიურ პროგრამებს იწყებს! ჩვენი მიზანია, მომავალ პროგრამებს თავად ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები განსაზღვრავდეს. სწორედ ამიტომ, გვინდა, ქართველმა ახალგაზრდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალი მიმართულებების შერჩევაში.

ჩვენ ვქმნით პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება იმ ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, რომლებიც მომავლის ლიდერებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

❓რომელი მიმართულების პროგრამა გაინტერესებს ყველაზე მეტად?

🤖School of Artificial Intelligence & Future Technologies - ტექნოლოგიური მომავლის ბირთვი.
🌎School of Leadership & Global Affairs - ლიდერობა, საჯარო გამოსვლა, დიპლომატია და გლობალური აზროვნება.
🚀School of Business, Entrepreneurship & Innovation - სტარტაპები, პერსონალური ბრენდინგი, მარკეტინგი და ბიზნესის შექმნა.
🧠School of Psychology & Human Intelligence - ემოციური ინტელექტი, კომუნიკაცია, მენტალური მდგრადობა და ადამიანური უნარები.

💬 დაწერეთ კომენტარებში, რომელ პროგრამას აირჩევდით თქვენ?

✨ და ასევე გვაინტერესებს:

არის ისეთი პროგრამა, რომლის სწავლაც დღეს საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ისურვებდით, რომ Oxford School Georgia-ში არსებობდეს?

🇬🇧ოქსფორდის საზაფხულო პროგრამის მონაწილეები ყოველ დღეს ახალ გამოცდილებად აქცევენ.📍ისტორიული ქალაქის გარემოში ქართველი ახ...
31/07/2026

🇬🇧ოქსფორდის საზაფხულო პროგრამის მონაწილეები ყოველ დღეს ახალ გამოცდილებად აქცევენ.

📍ისტორიული ქალაქის გარემოში ქართველი ახალგაზრდები აკადემიური პროგრამის პარალელურად აქტიურად ერთვებიან მრავალფეროვან სპორტულ, კულტურულ და გასართობ აქტივობებში - ნავებით გასეირნება, გუნდური თამაშები, ტალანტების შოუ და უამრავი დაუვიწყარი მომენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლებთან ერთად.

სწორედ ასე იქმნება ახალი ურთიერთობები, რომლებიც ოქსფორდს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გამოცდილებად აქცევს. 🇬🇪🇬🇧

30/07/2026

🇬🇧ამ წუთებში Oxford Union-ის ისტორიულ დებატების დარბაზში საქართველოს ხმა ისმის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიულ დებატების დარბაზში ქართველი ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებთან ერთად დებატებში მონაწილეობენ.

🇬🇪სწორედ აქ, სადაც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ლიდერები საკუთარ იდეებს იცავდნენ, დღეს საქართველოს ახალგაზრდების ხმა ისმის.

30/07/2026

🇺🇳საერთაშორისო წარმატება Oxford School Georgia-ის კურსდამთავრებულისგან!

👤მართა მიქელაძე, რომელმაც MUN Istanbul 2026-ზე საქართველო ღირსეულად წარადგინა და Outstanding Diplomacy-ის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

🚀ვულოცავთ მართას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს! 💙

🚀დაისახე მიზანი, რომელიც დღეს შეუძლებლად გეჩვენება!
29/07/2026

🚀დაისახე მიზანი, რომელიც დღეს შეუძლებლად გეჩვენება!

🎓რა განასხვავებს ცოდნას ინფორმაციისგან?კვლევა.🇬🇧Oxford Summer Programme 2026-ის ფარგლებში სტუდენტებმა კვლევით ნაშრომებზე...
28/07/2026

🎓რა განასხვავებს ცოდნას ინფორმაციისგან?
კვლევა.

🇬🇧Oxford Summer Programme 2026-ის ფარგლებში სტუდენტებმა კვლევით ნაშრომებზე მუშაობა დაიწყეს. ეს პროცესი მათ საშუალებას აძლევს, არჩეული თემა სიღრმისეულად შეისწავლონ, გააანალიზონ სხვადასხვა პერსპექტივა და აკადემიური მტკიცებულებების საფუძველზე ჩამოაყალიბონ საკუთარი არგუმენტები.

🎓 What distinguishes knowledge from information?
Research.

🇬🇧 As part of the Oxford Summer Programme 2026, students have begun working on their research papers. This process enables them to explore their chosen topics in depth, examine diverse perspectives, and develop well-supported arguments based on academic evidence.

🇬🇧ოქსფორდის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პროფესორ Al...
28/07/2026

🇬🇧ოქსფორდის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პროფესორ Alexander Bird-ს -თანამედროვე მეცნიერების ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წარმომადგენელს.

👤პროფესორი ბირდი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის Bertrand Russell-ის ფილოსოფიის პროფესორი - რომელსაც ისტორიაში მხოლოდ გამორჩეული მეცნიერები იკავებდნენ. მისი კვლევები მეცნიერების ფილოსოფიის, ცოდნის ბუნებისა და კრიტიკული აზროვნების მიმართულებით დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლება, ხოლო მისი წიგნები თანამედროვე აკადემიური ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

🌎მისი მრავალწლიანი აკადემიური საქმიანობა აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი და საპატიო წევრობით, მათ შორის, საფრანგეთის Institut de France-ის Académie des Sciences Morales et Politiques-ის კორესპონდენტი წევრობის არჩევით - ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური აღიარებით.

🎓Alexander Bird-თან შეხვედრა მონაწილეებისთვის იქნება უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიო დონის მეცნიერის ხედვას, დაუსვან კითხვები და საკუთარი გამოცდილება გაამდიდრონ იმ ადამიანისგან, რომლის იდეებიც თანამედროვე ფილოსოფიის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ℹ️Oxford Summer School 2026 - ადგილი, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ მათგან, ვინც თავად ქმნის მსოფლიო აკადემიურ სივრცეს.

🇺🇳Oxford School Georgia-ს კურსდამთავრებულმა, მართა მიქელაძემ, წარმატებით მიიღო მონაწილეობა გაეროს მოდელირების საერთაშორი...
27/07/2026

🇺🇳Oxford School Georgia-ს კურსდამთავრებულმა, მართა მიქელაძემ, წარმატებით მიიღო მონაწილეობა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში MUN Istanbul 2026, რომელიც ქალაქ სტამბულში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის SS International Education for Georgia-ს ჩართულობით გაიმართა.

👤კონფერენციის ფარგლებში მართამ მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც საკომიტეტო მუშაობაში აქტიური ჩართულობით, ისე დიპლომატიური აზროვნებითა და დებატებში გამორჩეული მონაწილეობით. აღნიშნული მიღწევებისათვის მას Outstanding Diplomacy-ის სტატუსი მიენიჭა.

🌏Outstanding Diplomacy წარმოადგენს საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ენიჭებათ მონაწილეებს გამორჩეული დიპლომატიური უნარების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, მოლაპარაკების კულტურისა და საერთაშორისო გარემოში ეფექტური თანამშრომლობისათვის. ეს სტატუსი ადასტურებს მონაწილის მაღალ აკადემიურ მომზადებას და გლობალურ გამოწვევებზე მუშაობის უნარს.

🎓გვიხარია, რომ Oxford School Georgia-ის კურსდამთავრებულები წარმატებით წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

ℹ️ვულოცავთ მართა მიქელაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ საქმიანობასა და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო დიდ მიღწევებს.

👥ოქსფორდის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებიან, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ პირადად ...
23/07/2026

👥ოქსფორდის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებიან, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ პირადად შეხვდნენ და მოუსმინონ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს — დოქტორ ქეით როლს, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე „ინოვაციის სტრატეგია“ (Innovation Strategy), და დოქტორ ოღუზ კარასუს, რომელიც ისაუბრებს „კოსმოსურ ეკონომიკაზე“ (Space Economy).

🚀ეს შეხვედრები ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ მსოფლიო დონის იდეებს, ინოვაციურ ხედვებსა და მომავლის ინდუსტრიებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროს აყალიბებს.

▫️როგორ იბადება ნამდვილი ინოვაცია?
▫️რა რეალური ეკონომიკური ღირებულება აქვს კოსმოსს?

🎓ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც Oxford Summer Programme 2026-ის სტუდენტები ამ ლექციების ფარგლებში იმსჯელებენ და სიღრმისეულად შეისწავლიან.

Address

Tbilisi
London

Opening Hours

Monday 11am - 6pm
Tuesday 11am - 6pm
Wednesday 11am - 6pm
Thursday 11am - 6pm
Friday 11am - 6pm

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Oxford School • Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share